პირველ რიგში მთავარი ფაქტორი არის ის, რომ განვსაზღვროთ მიზნები. ჩვენს შემთხვევაში რატიპის ბიზნესი გვაქვს, გვაქვს თუ არა ვებ-გვერდი? მთავარ მიზანს წარმოადგენს პროდუქციის ან/და მომსახურების გაყიდვების გაზრდა. ასევე, კარგი იქნება ბრენდის პოპულარობისა და ცნობადობის ამაღლება. მნიშვნელოვანია Facebook გვერდზე და ვებ-გვერზე ვიზიტორების გაზრდა და ჩართულობა
მნიშვნელოვანი ამოცანაა სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა ანუ ის, თუ ვინ არის ჩვენი სამიზნე აუდიტორია. შემდეგ ამ მონაცემებზე დაყრდმობით მოვახდენთ ჩვენი მომხმარებლების სეგმენტაციას.
უნდა შექმნათ Business Page. ასევე უნდა შევქმნათ Busienss Manager-ი და Ads Manager-ი და დავაკავშიროთ ერთმანეთთან.
ასევე, მთავარ ამოცანას წარმოედგენს ბიუჯეტის განსაზღვრა. დასაწყისისთვის შესაძლებელია ავიღოთ 100 დოლარი (პირველი 3 თვე. ხოლო, შემდეგ ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს). პირველ რიგში, უნდა ჩავრთოთ ლაიქების ინსტრუმენტი და მოვაგროვოთ მოწონებები. ჩამოვაყალიბოთ მოკლე ტექსტი, ადექვატურ ბანერთან ერთად განვათავსოთ და გავუშვათ მცირე ბიუჯეტით. დანარჩენი თანხა გამოვიყენოთ ისე, რომ ყოველდღე იყოს სხვადასხვა პროდუქციის / მომსახურების რეკლამა. რეკლამა აუცილებლად Ads Manager-იდან უნდა გავუშვათ. ასევე, მთავარია შევინარჩუნოთ აქტიურობა და დღეში მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3 უფასო პოსტი დავდოთ, ორგანული შედეგის მისაღებად. ასევე, ურგანული ანუ უფასო Reach-ის მისაღებად კარგი იქნება გასარეკლამებელი პოსტი დავდოთ გარეკლამებამდე 12-48 საათით ადრე.
უნდა განვსაზღვროთ თუ როგორი კონტენტი დავდოთ. მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის სურათების დადება. თითო პოსტზე კარგი იქნება თუ დავდებთ 5-10 სურათს, თუმცა ნაკლებიც შეიძლება (1-იც კი თუ პოსტი კონკრეტულ მოდელს ან ცალკეულ მომსახურებას ეხება). ტექსტიც, რათქმაუნდა, ადექვატური უნდა იყოს, ემოჯებით ან ემოჯების გარეშე. სამომავლოდ, კარგი იქნება ვიდეოების და GIF-ების დადებაც. ასევე, არ იქნება ურიგო აქტივობები სთორიში.
უნდა განვახორციელოთ მუდმივი მონიტორინგი. საჭიროა განხორციელდეს გარეკლამებული (და არა მხოლოდ) პოსტების ყოველდღიური მონიტორინგი და ანალიზი. კარგი იქნება ასევე A/B ტესტების ჩატარება ანუ ორი პოსტის ერთმანეთტან შედარება და შემდეგი შესაბამისი ღონისძიებების გატარება. თუ რეკლამის სტატისტიკა იქნება ცუდი, უნდა განვახორციელოთ გარკვეული ჩარევები.
ყოველივე ზემოაღნიშნული არის მხოლოდ დასაწყისი. ზემოაღნიშნული პროცესების მიმდინარეობისას შესაძლებელი გახდება უფრო დეტალური და ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება.