სანამ ციფრულ მარკეტინგზე ვისაუბრებდეთ, უმჯობესია, პირველ რიგში, განვსაზღვროთ თუ რა არის ტრადიციული მარკეტინგი. მარკეტინგი არის იმ ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითერებისათვის მომხმარებლებთან მომგებიან ურთიერთობას. ციფრული მარკეტინგი კი არის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხორციელდება ციფრულ სამყაროში.
ციფრული მარკეტინგი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სოციალური მედია მარკეტინგი; ვებ დეველოპმენტი; ციფრული კონტენტის დამზადება; საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO - Search Engine Optimization); საძიებო სისტემების მარკეტინგი (SEM - Search Engine Marketing); იმეილ მარკეტინგი, CRM (Customer Relationship Management) სისტემები. ციფრული მარკეტინგი ასევე მოიცავს ისეთ ფართოდ გავრცელებულ დარგებს, როგორიცაა სატელევიზიო რეკლამა და SMS რეკლამა.
სოციალურ მედია მარკეტინგს წამყვანი როლი უჭირავს ციფრულ მარკეტინგში და მოიცავს რეკლამას და ფრომოუშენს სოციალურ ქსელებში.
რაც შეეხება ვებ დეველოპმენტს, ციფრული მარკეტინგის კუთხით, აქ აღსანიშნავია ძირითადად მზა ძრავების გამოყენება (WordPress, Joomla, Wix). თუმცა, მარკეტინგული კომპანიები მომხმარებლებს ასევე სთავაზობენ ტრადიციული ვებ დეველოპმენტის სერვისსაც (ანუ კოდის ხელით დაწერილ ვებ გვერდებს).
ციფრული კონტენტი მოიცავს პოსტს, ბლოგს, ქოფის (სარეკლამო ტექსტს), ფოტოს, სხვა და სხვა ფორმატის ვიდეოს.
საძიებო სისტემების ოპტიმიზაციასა (SEO) და საძიებო სისტემების მარკეტინგთან (SEM), დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ქმედების მიზანია ამა თუ იმ კომპანიის ვებ გვერდის, კონკრეტული საძიებო სისტემის პირველ გვერდზე ან/და მოწინავე პოზიციებზე განთავზსება. მთავარი განსხვავება არის, რომ SEO-ს განხორციელების დროს დამკვეთს თანხის გადახდა უწევს, როგორც წესი, ერთჯერადად. ხოლო, SEM-ის დროს თანხის გადახდა ხდება ყოველთვიურად, რეკლამის განთავსების მთელი პროცესის მანძილზე.
იმეილ მარკეტინგი ციფრული მარკეტინგის ყველაზე ძველი დარგია. ის ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან იღებს სათავეს. იმეილ მარკეტინგის ძირითადი მიზანია სარეკლამო ელექტორნული წერილების დაგზავნა სამიზნე ჯგუფებისადმი.
CRM (Customer Relationship Management) სისტემები გულისხმობს ისეთ ცნობილ პლატფორმებს, როგორიცაა Zoho, Salesforce, Bitrix24 და სხვები.
მომდევნო ბლოგებში შევეცდებით განვიხილოთ, ციფრული მარკეტინგის თითოელი დარგი, ცალ-ცალკე.